ახალი ამბები

საკონსტიტუციოში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პრეზიდენტის წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე იქნება

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება.

„შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე. მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ.
ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს საქმე არის – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. – წერს ბურჯანაძე.

რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო მომავალ კვირაში დაიწყებს.