ახალი ამბები

ჯანმო „მაიმუნის ყვავილთან“ ბრძოლისთვის 135 მილიონს გამოყოფს

ადამიანებში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს დაახლოებით 135 მილიონი აშშ დოლარს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად, ჩვენი საწყისი შეფასებით, დაახლოებით 135 მილიონი დოლარი იქნება საჭირო მომდევნო ექვს თვეში, დაავადების მწვავე ფაზაში“, – აღნიშნა გებრეისუსმა.

მან განაცხადა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან ბრძოლა მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს“ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.