რა მნიშვნელობა აქვს ქალთა პროფესიული უნარების გაძლიერებას სოფლად
ნახეთ ,,მედია ცენტრი კახეთის” მიერ მომზადებული პოზიტიური ისტორია, თუ როგორ უწევენ დახმარებას ქალები ერთმანეთს. როგორ ცვლიან ისინი იმ ყოველდღიურობას, სადაც ცხოვრობენ და როგორ ცდილობენ, მეტად მიმზიდველი გახადონ გარემო.
ევროკავშირის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ქალებმა კომპანია ,,განათლებაში” გაიარეს პროფესიული გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც იყო კიბერსუსაფრტხოება, სოციალური მედია მენეჯმენტი, არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის საფუძვლები, მძღოლის კურსები და სხვა. კურსდამთავრებულებმა, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე, შეიძინეს ახალი პროფესია და გარდა ამისა, გაიზარდა მათი დასაქმების შანსი.
მედია ცენტრი კახეთი MCK-ს მიერ გრძელდება ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის : „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“.
ნახეთ ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის შედეგებზე გვიამბობს.