ახალი ამბები

ოპოზიციის შევიწროებისთვის “ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა -ჰელსინკის კომისია

“ოპოზიციის შევიწროებისთვის “ოცნება” თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა”, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.

“თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შესავიწროებლად „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს”, – წერს ჰელსინკის კომისია.