საქართველოში ადამიანი საშუალოდ 7 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ევროკავშირში – სტატისტიკა
ISET-ის უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში ადამიანი საშუალოდ 7 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ევროკავშირში.
Worldometers-ის ცნობით, მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 74 წელია. აქედან ქალების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 79.2 წელია, ხოლო მამაკაცების – 69.7 წელი. ამ მონაცემებით 200 ქვეყანას შორის 101-ე პოზიციაზე იმყოფება.
ევროპაში, სიცოცხლის ხანგრძლივობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც ადამიანები საშუალოდ 84 წელი ცოცხლობენ, მას მოჰყვება იტალია 83.7 წლით და მალტა 83.6 წლით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს, თურქეთი 70-ე ადგილს იკავებს, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77,8 წელია. აზერბაიჯანი 103-ე ადგილზეა 74,5 წლით, რუსეთი 111-ზე – 73,3 წლით, ხოლო სომხეთი რიგით 88-ე ადგილზე, სიცოცხლის საშუალო ასაკით 75,8 წელი.