როგორ ცვლიან თემში მცხოვრები ქალები გარემოს
ნახეთ ,,მედია ცენტრი კახეთის” მიერ მომზადებულ პოზიტიური ისტორია, თუ როგორ უწევენ დახმარებას ქალები ერთმანეთს. როგორ ცვლიან ისინი საკუთარ ყოველდღიურობას. ცდილობენ, მეტად მიმზიდველი გახადონ გარემო, სადაც უწევთ ცხოვრება.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრებმა დარეჯან აფთარაულმა ჭრა-კერვის კურსი გაიარა. მიაჩნია, რომ პროფესიული განათლება, რომელიც პროექტის ფარგლებში მიიღო, დასაქმების შანსს აძლევს.
მედია ცენტრი კახეთი MCK-ს მიერ გრძელდება ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის : „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“
ნახეთ ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის შედეგებზე გვიამბობს.