თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ასფალტის საფარი დაიგო კავკასიონის ქუჩასა და ალაზნის გამზირზე მდებარე კორპუსების თითქმის ყველა ეზოში. ამ ეტაპზე, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთის პარალელურად მუშაობა 12 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოშია დაწყებული.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად, ეწყობა ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა. შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყლის მილსადენები. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, თელავში ჯამურად 31 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდება. აღმაშენებლის გამზირზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთლმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 650 000 ლარს აღემატება.