ახალი ამბები

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

21 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ აღიარებულ მევიოლინე სვეტლინ რუსევს და შესანიშნავ პიანისტ ანდრეა ლუკეზინის. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი.

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.