ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში, ჰიპ-ჰოპ ჯგუფმა ,,სათამაშო”, საზოგადოებას ახალი სიმღერა წარუდგინა

თელაველი ახალგაზრდებისგან შექმნილმა ელექტრონულმა ჰიპ-ჰოპ ჯგუფმა “სათამაშო”, საზოგადოებას ახალი სიმღერა წარუდგინა.

ახალგაზრდების თქმით, სიმღერას ,,ჩემი რა მიდის” ჰქვია, რომელზეც თელავში არსებულმა ორმა სტუდიამ ,,Sweet Home Records” და ,,Digital Brothers”-მა იმუშავა.

,,სიმღერაზე თითქმის ორი წელია ვმუშაობდით. რამდენიმე ვერსია არსებობდა და ბოლოს ამ ვერსიაზე შევთანხმდით. ჯგუფი “სათამაშო” ელექტრონული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია თელავიდან. 3 წელია ალბომზე ვმუშაობთ, რომელიც თითქმის დასრულებულია და წლის ბოლომდე გამოვა. ეს სიმღერაც რომელსაც Heiwa-სთან ერთად ვასრულებთ, ალბომიდანაა. გადავწყვიტეთ კლიპიც გადაგვეღო, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ თელაველ ხელოვანებს, მერაბ ემინაშვილს და ლევან კალმახელიძეს ვანდეთ. სიმღერა გასართობი ხასიათისაა და მისი მთავარი გზავნილი რაღაც ახლის ცდასა და უდარდელობაზეა. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შევახსენოთ, რომ ქაოსურ და რუტინულ ცხოვრებაში დასვენება და თავგადასავლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ახალ სიმღერებსაც გავუზიარებთ მსმენელებს და ვიმედოვნებთ ჰიპ-ჰოპ მუსიკის ხმა თელავიდან უფრო მკაფიოდ და ხშირად გაისმება”,- განუცხადა knews.ge-ს ჯგუფ “სათამაშოს” წევრმა გიორგი ბეჟანიშვილმა.