ახალი ამბები

179 გარდაცვლილი და 3 356 დაშავებული – 6 თვის საგზაო შემთხვევების სტატისტიკა

2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 2 544 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, წელს, 6 თვეში რეგისტრირებული 2 544 ავარიიდან 70 შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი იყო სიმთვრალე. რაც შეეხება მსხვერპლს, სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, სწორედ აღნიშნული საგზაო შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 179, ხოლო დაშავდა 3 356 პირი.