პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრებმა, თელავიდან პუტინს მიმართეს
საქართველოს პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრებმა 4 აგვისტოს თელავში გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის წლისთავი აღნიშნეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და საქართველო პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართა.
ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება ავრცელებს. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თელავიდან, ერეკლე მეორის სასახლის წინ, პარტიის წარმომადგენლები პუტინს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, რუსულ ენაზე მიმართავენ.
პარტიის ლიდერმა მამუკა ფიფიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „დაიწყოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები, დიპლომატიური ურთიერთობების უსწრაფესად აღდგენის მიზნით“, ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიწყოს „კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის პირობების მომზადება მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირის უსწრაფესად აღდგენის პერსპექტივით“.
მისი თქმით, საუბარია „საერთო სივრცეზე ყველა გაგებით – ზოგადად ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო და სამხედრო-პოლიტიკური.“