ახალი ამბები

აშშ ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსებას წყვეტს

“ქართული ოცნების” ხელით ასრულებული რუსული ოცნება – ჯერჯერობით ხელისუფლება არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს ინფორმაციას, რომ მთავრობის ანტიამერიკული პოლიტიკის გამო, შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორატორიასთან თანამშრომლობას წყვეტს.

გაგახსენებთ, რომ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სკავანძო რგოლია და პანდემიის დროს ძალიან კარგად გამოჩნდა მისი მნიშვნელობა, დაარსების დღიდან რუსული პროპაგანდის სამიზნე იყო და კრემლი პირდაპირ ითხოვდა მის დახურვას. თავის დროზე ამერიკულმა მხარემ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემულ ამ პროექტზე 350 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. და ცხადია სამეცნიერო კვლევით ნაწილში, რაც თავის მხრივ კოლოსალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ეს თანამშრომლობა გრძელდებოდა.

ახლა კი სწრედ ხელისუფლების ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკის გამო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი საფრთხის წინაშე აღმჩნდა. ერთია, რომ ხელისუფლებამ შეიძლება მოიძიოს ფული ბიუჯეტში, მაგრამ მეორეა თანამედოვე ტექნოლიგიებისა და ცოდნის გაზიარება, რომელსაც მხოლოდ ფულით ვერ შეავსებ.

ინფორმაციას ,,მთავარი არხი” ავრცელებს.