სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დახმარება ესაჭიროება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში მცხოვრებ კუტიბაშვილების ექვსშვილიან ოჯახს დახმარება ესაჭიროება.
ოჯახის საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად, ერთ- ერთ ოთახში გაჩნდა და დანარჩენ სახლს მოედო.
ოჯახის წევრებმა, შენობის დატოვება ფანჯრიდან მოხერხეს, თუმცა ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი განადგურებულია.
ახლობლები საზოგადოებას ბავშვების ტანსაცმლით დახმარებას სთხოვენ.
დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაც.
GE71BG0000000527376989 საქართველოს ბანკი
GE48TB7358545068100044 თიბისი.
მიმღები – ლიკა ლოლაშვილი