ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცს მეზობლებმა მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც გარშემო მცხოვრებმა ოჯახებმა სპეციფიური სუნი იგრძნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარი გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.