ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პატიმრების მასშტაბური გაცვლის დროს გათავისუფლდნენ, მათ შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც პუტინის თქმით სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს.
“პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება. ახლა მინდა მივმართო მათ, ვისაც უშუალო კავშირი გაქვთ სამხედრო სამსახურთან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცის ერთგულებისთვის და თქვენი მოვალეობისთვის სამშობლოს წინაშე, რომელიც არცერთი წუთით არ დაგვიწყებიათ. ყველა თქვენგანს გადმოგეცემათ სახელმწიფო ჯილდოები, კიდევ შევხვდებით, ვისაუბრებთ თქვენს მომავალზე,” – მიმართა მათ პუტინმა აეროპორტში.
რუსეთში აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე დიდი ტყვეების გაცვლის ფარგლებში სულ რვა ადამიანი დბრუნდა. მათ მისასალმებლად აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ ალექსანდრე ბორტნიკოვი, შიდა FSB სადაზვერვო სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი, SVR საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი.