თელავში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავში ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს. ქუჩა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირს წარმოადგენს.
გამზირის მთელ სიგრძეზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, პროექტი თავისი მასშტაბის გათვალისწინებით, 2 წელზეა გაწერილი. ასფალტის პირველი ფენის დაგება გამზირის თითქმის სრულ სიგრძეზე უკვე დასრულებულია.