ახალი ამბები

ბაკურციხე-წნორის მაგისტრალზე გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორის ახალი 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, აშენდა 18 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები.

ბაკურციხე-წნორის გზა, ალაზნის ველის მხარეს აშენდა და საერთაშორისო მაგისტრალური საგზაო მარშრუტის – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი – შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს.

ბაკურციხე-წნორის ახალი მაგისტრალური გზა სამჯერ ამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ ზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.