ალავერდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ალავერდის საკათედრო ტაძრის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოები. ასევე, სპეციალისტების ზედამხედველობით გრძელდება ტაძრის დასავლეთი მინაშენის გაწმენდითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ივნისში, სტიქიის შედეგად დაზიანდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.