საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 103.1 კილომეტრზე, ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 2 აგვისტოს 06:00 საათიდან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური, ვაჩნაძიანი და კახიფარი.
„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.