კახეთში გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს.
მანამდე, კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ ქალი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხელი ჰკრეს ბებიას, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა. გამტაცებლებმა გოგო თავდაპირველად სოფელ ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახმა ამ სოფელში ნახა ავტომობილი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ.
გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.