2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა
ქვეყანამ თაფლის გაყიდვით მხოლოდ 115 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის რიცხვს 69%-ით ჩამორჩება.
ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.
იანვარ-ივნისში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ევროკავშირის ბაზარზე. წელს ამ მიმართულებით მხოლოდ 1 ტონა პროდუქტი გავიტანეთ, რაც 6 ათასი დოლარის ღირებულების იყო. მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა 29 ტონა, ღირებულება კი 258 ათასი დოლარი იყო.
წელს ქართული თაფლის ექსპორტი მხოლოდ 8 ქვეყანაში მოხდა. მცირე მოცულობების მიუხედავად, გაყიდვები გაიზარდა აშშ-ში, ეს მიმართულება წელს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილასაა. საექსპორტო ბაზრების რეიტინგი ასეთია:
აშშ – $34 ათასი, 3 ტონა;
აზერბაიჯანი – $25 ათასი, 7 ტონა;
ერაყი – $21 ათასი, 3 ტონა;
იაპონია – $10 ათასი, 0.6 ტონა;
ლატვია – $6 ათასი, 1 ტონა;
სომხეთი – $5 ათასი, 0.6 ტონა;
კანადა – $2 ათასი, 0.2 ტონა;