კახეთში, ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა გოგონა გაიტაცეს
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, დღეს დილით, 23 წლის გოგონა გაიტაცეს.
ახალგაზრდა გოგონას ნათესავების ინფორმაციით, გამტაცებლემბა ძალა გამოიყენეს. მათივე თქმით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც.
„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მათ სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.
პოლიციასაც შევატყობინეთ თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ“, – ამბობენ გოგონას ოჯახის წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გამტაცებლებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.