მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი კახეთში 10 401 პირს აქვს
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 259 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს.
2024 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრების სტატუსი 259 241 მოქალაქეს აქვს, რომელთაგან ყველაზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს.
მუნიციპალურ ჭრილში ყველაზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს ახალქალაქის, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები – მესტიის, ყაზბეგის დალენტეხის მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, აღნიშნული სტატუსი 10 401 პირს აქვს.
მაღალმთიან დასახლებათა უმეტესობაში მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია. მათ შორის ისტორიული მხარეების მაღალმთიანი დასახლებების მონაცემების მიხედვით, საშუალო ასაკი ყველაზე დაბალია პანკისის ხეობის მაღალმთიან დასახლებებში, ხოლო ყველაზე მაღალი ისტორიული გუდამაყარის მხარეში.