2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი 6 თვეში – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2 123 816 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.