ნატურისტორიუმმა მოზარდებისთვის თელავში, ეკო-საგანმანათლებლო ტურები დაიწყო
,,ნატურისტორიუმმა” თელავში, მოზარდებისთვის, პროგრამის “გარე-მარე” ფარგლებში, ეკო-საგანმანათლებლო ტური დაიწყო.
პირველი ტური 13 ივლისს, შაბათს, სოფელ კისისხევში გაიმართება, სადაც ახალგაზრდებს ტყის, ისტორიული ძეგლებისა და ულამაზესი ხედების ნახვა შეუძლიათ. ტური სხვა აქტივობებთან ერთად მოიცავს არტ თერაპიას, სპორტულ აქტივობებს, მინი ლაშქრობას და საველე ლექციას-ადგილობრივი ველური ბუნების შესახებ. ასევე მოზარდები გაეცნობიან სოფელ კისისხევის ისტორიას, მიიღებენ მონაწილეობას ეკო თამაშში და მოისმენენ ლექციაა ველურ ბუნებაში მოქცევის წესებთან დაკავშირებით.
ორგანიზატორების თქმით, მეურვეებთან და მშობლებთან ერთად ღონისძიებაზე დაიშვებიან 10 – 14 ასაკის მოზარდები.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 595 408 608, 597 282 815, 592181773