ახალი ამბები

ეროვნული გმირის, გენერალ კოტე აფხაზის სასახლის კარის ეკლესია სოფელ კარდენახში

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ კოტე აფხაზის სასახლის კარის ეკლესია სოფელ კარდენახში ,,ფერისცვალების” სახელობის ყოფილა და დღეს მისი მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

ისტორიკოსი, თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ გასული საუკუნის 20 -იან წლებში, ცნობილი ანტირელიგიური მოძრაობის დროს, ბოლშევიკებს ეკლესია დაუნგრევიათ და მის ადგილზე აბანო აუშენებიათ.

მისი თქმით, კოტე აფხაზს, კუთვნილი სასახლე ჩამოართვეს და ისტორიულ შენობაში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პანსიონი გახსნეს, რომელიც ფუნქციონირებდა 90-იანი წლების დასაწყისამდე.