მაისში მშენებლობა გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების მაისის თვის ინდექსის მიხედვით, ზრდა უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში შესაბამისად, 4.62 და 2.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3%-ით.
ამასთან, მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 %-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6% პროცენტიანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.33 პროცენტული პუნქტი შეიტანა.