თუშეთში მთის დღეები გაიმართება
13 ივლისს, თუშეთში, სოფელ ომალოში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთის დღეები გაიმართება.
მოეწყობა ეთნო კუთხე და მოწვეული შეფმზარეულის მიერ დამზადდება ტრადიციული თუშური კერძების ვარიაციები. გაიმართება დოღი და მასში გამარჯვებულების დაჯილდოება.
ჩატარდება თექის, კერამიკის და ხატვის გაკვეთილები. მთის დღეებს მუსიკალურად გააფორმებენ ანსამბლი “ირიაო”, ჯგუფი “ფრანი” კოცონთან მუსკალურ ნომრებს შესარულებს “ჩვენი კვარტეტი”.