საქართველოში ატმის იმპორტი 480%-მდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველომ ატმის ექსპორტიდან 85.5%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. იმპორტში კი, 479.9%-ით მეტი გადაიხადა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $346.5 ათასის 622 ტონა ატამი იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, $59.7 ათასის 205.8 ტონა. რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ $125.1 ათასის 135.9 ტონა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 18 ათასი აშშ დოლარის 23.2 ტონა გაყიდა. წელს, ერთადერთი საექსპორტო ქვეყანა სომხეთია.
რაც შეეხება იმპორტს, მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც საქართველომ $344.4 ათასის ატამი იყიდა. ნიდერლანდებიდან კი მხოლოდ $2 ათასის ღირებულების ატამი შევიძინეთ.