ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა დადგენილება, რომელშიც აღნიშნული ცვლილებებია განმარტებული.
დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება შედის მუხლში, რომელიც მინების დამუქებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის ნებართვას შეეხებოდა. თუკი ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით ავტომობილი ნებართვის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა, რომლის წინა გვერდითა მინები 40%-ზე მეტით, ხოლო უკანა გვერდითა მინები 75%-ზე მეტით იყო დამუქებული, ამიერიდან, წინა გვერდითა მინების დამუქება უნებართვოდ 60%-ით იქნება შესაძლებელი.
თავისთავად, დამუქებული მინები კი განიმარტება ასე: ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა გვერდითა მინებზე 60%-ზე მეტი ოდენობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო წინა საქარე მინაზე 30%-ზე მეტი ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ;“.
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 2 ივლისს შევიდა ძალაში.