თავისუფლების ინდექსში 177 ქვეყანას შორის, საქართველო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს
The Heritage Foundation 2024 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც 177 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსია გამოთვლილი.
ინდექსი აფასებს მთავრობის საქმიანობის მასშტაბებსა და ეფექტურობას 12 სფეროში, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დონეს განსაზღვრავს.
გლობალურად, 177 ქვეყანას შორის, საქართველო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ამ განხრით საუკეთესო ქულა – 77.2, 2021 წელს ჰქონდა და მაშინ რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ევროპის რეგიონთან შედარებას, 44 ქვეყანას შორის საქართველო მე-19 ადგილზეა. Heritage -ის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა შედარებით მაღალია, ვიდრე მსოფლიო და რეგიონული საშუალო მაჩვენებლები. საქართველოს ეკონომიკა “ზომიერად თავისუფალი“ მაჩვენებელის რანგში ფიგურირებს.