მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში, კახეთიდან 2 პედაგოგი მოხვდა
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია.
ჯილდოს ათეულში, კახეთიდან მოხვდა 2 პედაგოგი: სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი დიმიტრი პოპოვი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის, მოქალაქეობის და ჩვენი საქართველოს მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნულ კონკურსს განათლების კოალიცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე შევიდა 128 განაცხადი და წარდგენილი იყო 1593 მასწავლებელი.
knews.ge კახეთიდან ათეულში გასულ მასწავლებლებზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.