ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი – ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა

გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა.

„ისტორია, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს. ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით კიოლნში“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქოჩორაშვილი.