ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 წელი გავიდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს.
“დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.