რა ეტაპზეა თელავის “ახალი ბაღის” რეაბილიტაციის პროცესი
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყობა შადრევნები და წყლის სარკე, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი გამწვანება.
ასევე სკევრს ტერასისებრი განლაგება ექნება. განახლებულ ტეიტორიაზე კი გაიხსნება კვების ობიექტებიც. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროექტისათვის საბოლოო სახის მიცემა. შესაბამისად, მოკლე ვადაში გახდება ცნობილი ახალი სივრცის საბოლოო იერსახე. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.