საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი ქალი აქტივისტებისა და სამოქალაქო ლიდერებისათვის
დღეს, პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა” ფარგლებში, ჩატარდა გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი ქალი აქტივისტებისა და სამოქალაქო ლიდერებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოხალისეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები.
განხილული იყო ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო რეგულირება და დაცვის მექანიზმების საკითხები, საინფორმაციო ცნობიერების ამაღლების კამპანიის სტრატეგია და შედეგები.
ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და მექანიზმებზე ისაუბრა ,,მედია ცენტრი კახეთის” ამერიკელმა მოხალისემ მშვიდობის კურპუსიდან დიანა ჰიგუერამ.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის: „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“.