2023 წელს მუზეუმებს 23%-ით მეტი დამთვალიერებელი ჰყავდათ მათ შორის არის კახეთიც
საქსტატმა კულტურის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოში 257 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 101 მემორიალური მუზეუმია, 73 – ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 23 – ხელოვნების, 13 – მუზეუმ-ნაკრძალი, 2 – ლიტერატურული, ხოლო 45 – სხვა სახის.
ყველაზე მეტი, მთლიანი რაოდენობის 23% თბილისზე მოდის. მუზეუმების რაოდენობით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.6%) და კახეთის (14.4%) რეგიონებია.
2023 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 22.9%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 8 100 დამთვალიერებელი მოდის.
2023 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 18.7%-ით გაიზარდა და 46.4 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენების რაოდენობა – 7.3%-ით გაიზარდა და 916 იყო.