ახალი ამბები

გურჯაანის მერიამ ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა

ა(ა)იპ “გურჯაანის დასუფთავების სამსახურს” ახალი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა.

ახალი მანქანა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეიძინა.
IVECO – ს ფირმის, 10 კუბი ტევადობის, ნარჩენების შემგროვებელი მანქანის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 344 500 ლარი გამოიყო.