ახალი ამბები

ტურისტების სავალდებულო დაზღვევა 2026 წლამდე გადავადდა

ტურისტებისთვის დაზღვევის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა – პარლამენტმა ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

დოკუმენტში წერია, რომ, გასათვალისწინებელია, დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ვადის გახანგრძლივება.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მოქმედება შეჩერდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაც „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღების თაობაზე” – წერია განმარტებით ბარათში.