თელავი ისტორიული ავტომობილების გამოფენას უმასპინძლებს
თელავი, წელს უკვე მესამედ, ისტორიული ავტომობილების გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა 16:00 ივნისს 15:00 საათზე, თელავის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება.
ღონისძიებაში, რომელიც უკვე მესამედ იმართება, ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 100-ზე მეტი ავტო კოლექციონერი და ავტო ინჟინერ რესტავრატორი იღებს მონაწილეობას.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. “ჰენდ მეიდი” ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები. ფესტივალის დასასრულს კი გამარჯვებული ავტომფლობელები გამოვლინდებიან.
ფესტივალი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით იმართება.