ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოზე მოხსენებას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გამოაქვეყნებს

ევროკომისია საქართველოზე მოხსენებას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მოხსენება იქნება ევროკავშირის პასუხი ე.წ. რუსულ კანონზე.

SKIP
იოზვიაკის ინფორმაციით, საქართველოს საკითხი, მათ შორის, ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, საგარეო მინისტერიალსა და ერთ-ერთ სამიტზე განიხილება.

„ახლა ევროკომისია გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა ზომების შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ამ ე.წ. უცხოური აგენტების კანონს. ეს მოხსენება გამოქვეყნდება, ალბათ, მომავალ კვირას და შემდეგ ევროკავშირს ექნება ორი დისკუსია, ჯერ საგარეო მინისტერიალზე და შემდეგ კიდევ ერთ სამიტზე, სადაც საქართველოს საკითხი განხილული იქნება.

ყველა ზომა განიხილება, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა არ ეთანხმება, რადგან ეს ზიანს მოუტანს ყველას საქართველოში, თუმცა, ეს არის ამასთანავე ერთადერთი ზომა, რომელსაც არ სჭირდება ერთსულოვნება, რადგან სანქციების დაწესების შემთხვევაში საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, უნგრეთი და სლოვაკეთი კი ამას დაბლოკავენ. ასევე, არის კიდევ ერთი ვარიანტი, რასაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების არდაწყება ჰქვია, რაც ყველაზე მეტად სავარაუდოა”. – თქვა იოზვიაკმა.