აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
დღის ბოლოს საქართველოს შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება. განიხილება MEGOBARI აქტი. განხილვა თბილისის დროით, 10 საათზე დაიწყება და მისი ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა. მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.
მოსმენაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. ისინი დეტალური მოხსენებით წარდგებიან კონგრესმენების წინაშე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრებენ რუსული კანონის მოსალოდნელ შედეგებზე.
MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.