USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის წლის შემაჯამებელი ღონისძიება კახეთში
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა კახეთის რეგიონში.
პროგრამაში ჩართულმა სკოლებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, 125 საკლუბო ინიციატივა და 120 მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტი განახორციელეს, მათგან საუკეთესოები კი ერთმანეთის წინაშე წარადგინეს. ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები: სსიპ – მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლა, სსიპ – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა, სსიპ – ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლა.
გარდა ამისა, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით, რომლებიც მხარს უჭერდნენ მოსწავლეთა პროექტების განხორციელებას.კახეთში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.