კახეთში 26 წლის შვილიშვილმა 77 წლის ბებია გააუპატიურა
კახეთში 26 წლის შვილიშვილმა 77 წლის ბებია გააუპატიურა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. არსებული ინფორმაციით, ეს ბებიაზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
“როგორც ბებიიისგან ვიცით, შვილიშვილმა მასზე რამდენჯერმე იძალადა. ამ ბიჭს ბოლო რამდენიმე წელია ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა”- ამბობენ თანასოფლელები.
საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. დღეს 26 წლის კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
Pingback: კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა – TTimes.GE
Pingback: კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა – პირველი ნიუსი
Pingback: Житель Телавского муниципалитета подозревается в изнасиловании собственной бабушки - Новости Грузия