თელავის ახალგაზრდული ინიციატივა
თელაველი სტუდენტები, რომელთაც ერთი თვის წინ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, ემზადებიან, რომ მალე თელავის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს წევრები გახდებიან. ჯგუფი ათი სტუდენტისგან შედგება. პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში – გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში – ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.
Read More