„ნუკრიანის სახელოსნოები“ – ქალთა გაერთიანება და სოფლის განვითარება
განვითარების პროგრამებით სოფლად მოუშავე ორგანიზაციები და ადამიანები დამეთანხმებიან, რომ ეს საქმე განსაკუთრებით რთული და კომპლექსურია: მცირე შედეგის მიღწევას ხშირად მრავალმხრივი და ხანგრძლივი შრომა სჭირდება. თემის მობილიზებისა და განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საბჭოთა საქართველოს ცენტრალიზებული მართვის პირობებში თითქმის არ არსებობდა; მუშაობა ამ საკითხებზე მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე დაიწყო და უამრავი პრობლემა და დაბრკოლება დაემგზავრა. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანისა და ორგანიზაციის მრავალწლიან მუშაობას უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაუვლია;
Read More