განათლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
18 თებერვალს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია და აბიტურიენტებს შეხვდა.
მომავალმა სტუდენტებმა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიიღეს.
Read More