ახალი ამბები

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა. კომპანიაში „გერალი” განმარტავენ, რომ სამუშაოების შეჩერება ჩამოცვენილმა ქვის მასამ გამოიწვია.

კომპანიის დირექტორი ლევან წიკლაური განმარტავს, რომ სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მეწყრულმა პროცესებმა გზა ჩახერგა.

„ფშავლიდან თუშეთის მიმართულებით გზის 25-ე კილომეტრზე ჩამოწოლილია დიდი ზომის ქვის მასა, რის გაწმენდასაც ჩვენს ხელთარსებული ტექნიკით, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ. პრობლემის შესახებ უკვე დავუკავშირდით საგზაო დეპარტამენტს“, – განაცხადა კომპანია „გერალის“ დირექტორმა ლევან წიკლაურმა.