ახალი ამბები

კახეთში გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა

კახეთის რეგიონში სამედიცინო ცენტრებში გრიპთან დაკავშირებული ვიზიტების რაოდენობა ხუთასით შემცირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, როგორც ვიზიტების, ასევე მსუბუქი და მძიმე შემთხვევების რაოდენობამაც მკვეთრად დაიკლო.
,,ინფორმაციას ყოველ კვირას ვაგროვებთ, 4 ძირითად კომპონენტზე: ზოგადად პაციენტთა მიმართვიანობაზე, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მსუბუქ შემთხვევაზე, სხვადასხვა მიზეზით და გრიპით დაავადების პაციენტის ჰოსპიტალიზაციაზე. ამ ოთხივე კომპონენტში გვაქვს კლება. ვიზიტები შემცირებულია დაალოებით 500 ერთეულით, მათ შორის მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 200 ერთეულით. საავადმყოფოებში 100 პაციენტით ნაკლები მკურნალობს, ხოლო მძიმე შემთხვევების რაოდენობამ 30-ით დაიკლო’’,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.