,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში ახმეტაში 686 000 ლარი დაიხარჯება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 686 000 ლარი დაიხარჯება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სოფლებში არსებული პრობლემების სრულად მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებუთ გარკვეული რაოდენობის თანხაა გათვალისწინებული. დავით აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის კრება 42 სოფელში გაიმართა.
მისივე თქმით, შეხვედრა კიდევ 18 სოფელში ეტაპობრივად ტარდება.
,,სოფლის დახმარების პროგრამის’’ ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები 15 იანვარს დაიწყო. ამ ეტაპზე შეხვედრა 42 სოფელში ჩატარდა. შეხვედრების დროს გამოიკვეთა სასმელი წყლის, გარეგანათების, გზების პრობლემები და ა.შ. სოფლების ნაწილში კი სკვერის კეთილმოწყობას ითხოვენ. სახელმწიფომ თითოეულ სოფელზე დაფინანსება გააორმაგა და სულ დაიხარჯება 686 000 ლარი. მერია თანადაფინანსებაში შედის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროგრამით სოფელში დასახელებული პრობლემა ვერ მოგვარდება და მისი მოგვარება აუცილებელია.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში’’ მოხვდა 60 სოფელი. რაც შეეხება თუშეთის თემში არსებულ 52 სოფელს, ამ პროგრამაში 6 სოფელი მოხვდა, რადგან დანარჩენ სოფლებში მოსახლეობის რიცხოვნობა მცირეა და ზოგან ორი ან სამი ოჯახი ცხოვრობს’’, – განუცხადა “კახეთის ხმას” დავით აბულაძემ.